სასაზღვრო პოლიციამ სომხეთის მოქალაქე დააკავა
სასაზღვრო პოლიციამ სომხეთის მოქალაქე დააკავა
11:38 19.12.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარ სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო–ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესების დარღვევის ფაქტზე, ფოთში, სომხეთის მოქალაქე ავეტიკ ბენიკის ძე ჩტეიანი დააკავეს.

სასაზღვრო პოლიციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქე 2012 წლის 12 დეკემბერს, მდინარე ფსოუს მონაკვეთიდან ქ. სოხუმში უკანონოდ შევიდა.

ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322–ე (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

ბეჭდვა