პოლიციამ მაღაზიის ქურდები დააკავა
პოლიციამ მაღაზიის ქურდები დააკავა
10:46 19.12.2012
ერთობლივი სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის 1-ლი განყოფილებისა და ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,   მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე შოთა დ. და კახაბერ ს. დააკავეს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის 11 დეკემბერს, შოთა დ-მ ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან 12 მობილური ტელეფონი, 2 ციფრული ფოტოკამერა და 1 ვიდეოკამერა მოიპარა, რითიც მეპატრონეს ჯამში 2000 ლარამდე ოდენობის ზარალი მიაყენა.

შემდგომი გასაღების მიზნით, მოპარული ნივთები მან თანამზრახველს, 1980 წელს დაბადებულ კახაბერ ს-ს გადასცა.

თბილისში, გლდანის მასივში მდებარე კახაბერ ს-ს დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ამოიღეს. დადგინდა, რომ კახაბერ ს. დაკავების მომენტში, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლის (ქურდობა)1-ლი ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით დაიწყო.

ბეჭდვა