თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, საპატიმროში შიმშილობა დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას, ტელეკომპანიებს, ოქრუაშვილის ადვოკატი ზვიად კორძაძე უდასტურებს.
ადვოკატის თქმით ეგრეთწოდებული „ზილების“ საქმეზე დაკავებულები, „მატროსოვის ციხეში“ უკვე კვირაზე მეტია შიმშილობენ და ოქრუაშვილი მათ სოლიდარობის ნიშნად შეუერთდა. ოქრუაშვილი თანაგუნდელებისთვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 223 მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც უკანანო შეიარაღებულ ფორმირებების შექმნას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს.
