ირაკლი ღარიბაშვილი უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა
11:35 18.12.2012
სასტუმრო „ამბასადორში", საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით, წამყვანი უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან, საქართველოს მთავრობის წევრების შეხვედრა გაიმართა.

დელეგაცია თბილისს 17 დეკემბერს ეწვია. ის 21 კაციანი ჯგუფითაა დაკომპლექტებული, რომელიც „ბერლინე ცაიტუნგის", „ინდეპენდენტის", „ტელეგრაფის", „ტემპსის," „ფრანს 24", „ფიგაროსა" და სხვა წამყვანი ბეჭდური გამოცემებისა თუ ტელეკომპანიების ჟურნალისტებისაგან შედგება.

შეხვედრამ 1 საათს გასტანა. შინაგან საქმეთა მინისტრმა უცხოელი ჟურნალისტების ყველა აქტუალურ კითხვას უპასუხა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მათთვის საინტერესო თემებზე.

უცხოური მედიის წარმომადგენლები, ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ხვდებიან.

ბეჭდვა