დედოფლისწყაროში 27 წლის ახალგაზრდა დაჭრეს
დედოფლისწყაროში 27 წლის ახალგაზრდა დაჭრეს
18:00 17.12.2012
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში ურთიერთშელაპარაკების
ნიადაგზე 27 წლის იოსებ მათიაშვილი დაჭრეს.

ქიზიყი.ge-ს ინფორმაციით, მათიაშვილს სერიოზული დაზიანებები
აღენიშნება.

დაშავებული, დედოფლისწყაროს გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ,
თავდაპირველად დედოფლისწყაროს სტაციონარში მოათავსა, თუმცა ვითარების
გართულების გამო კატასტროფის მედიცინის ცენტრმა პაციენტი თბილიში
გადაიყვანა.

„ჩვენთან შემოყვანისას მამაკაცი გონზე იყო, თუმცა ვენა იყო დაზიანებული
და სისხლდენა ჰქონდა. აღენიშნებოდა ჰემორადიული შოკიც. პაციენტს პირველადი დახმარება
ადგილზე გაეწია,თუმცა ვითარების გართულების თავიდან ასაცილებლად გადავწყვიტეთ კატასტროფის მედიცინის ბრიგადა გამოგვეძახებინა და დაშავებული თბილისში გადაგვეყვანა“ – განაცხადა დედოფლისწყაროს საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ხათუნა აგლაძემ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას შს დედოფლისწყაროს პოლიციის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

ბეჭდვა