ტყის უკანონო გაჩეხვისა და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო
ტყის უკანონო გაჩეხვისა და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო
18:00 14.12.2012
ტყით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების შესრულების კანონიერების, ხე ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ასევე, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გამოყენების ფაქტებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შპს „ტაო“ – ს ხელმძღვანელის ლევან თუმანიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრი ავრცელებს.

ამ დროისთვის საგამოძიებო სამსახურის სამცხე ჯავახეთის სამმართველოში ლევან თუმანიშვილის მოწმის სახით დაკითხვა მიმდინარეობს. დაკითხვას მისი ადვოკატიც ესწრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303 – მუხლის პირველი ნაწილით და 210 – ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ბეჭდვა