შსს-მ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა
შსს-მ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა
14:37 14.12.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კიევის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, უკრაინელი ყოფილი მაღალჩინოსანი, ანატოლი ჩუბი ბათუმში დააკავეს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ანატოლი ჩუბი კიევის ინტერპოლის მიერ უკრაინის სს-კოდექსის 191-ე მუხლის მე-V ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 2011 წლის 25 ნოემბრიდან იძებნებოდა.

ძებნილი წლების განმავლობაში კიევის საბჭოს დეპუტატი და საქალაქო ადმინისტრაციის კომუნალური ქონების მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. უკრაინელმა სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ მან კიევის საქალაქო სამსახურების კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხები გაფლანგა და მიითვისა. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ, ჩუბმა უკრაინა ფარულად დატოვა.

საქართველოს ტერიტორიაზე ა. ჩუბის დაკავების შესახებ უკრაინულ მხარეს უკვე ეცნობა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მისი ექსტრადიციის შესახებ.

ბეჭდვა