დედოფლისწყაროში, დაკარგული მამაკაცის საძიებო სამუშაოებში სამაშველო სამსახური ჩაერთო
დედოფლისწყაროში, დაკარგული მამაკაცის საძიებო სამუშაოებში სამაშველო სამსახური ჩაერთო
14:01 14.12.2012
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მეორე დღეა დაკარგულ 85 წლის მამაკაცს ეძებენ.

პროცესში შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო და სახანძრო-სამაშველო
სამსახურის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ.

ქიზიყი.ge-ს ინფორმაციით, მამაკაცი სოფელ ხორნაბუჯის ტყეში ფიჩხის მოსატანად
წავიდა და მეორე დღეა არ დაბრუნებულა.

არსებული ინფორმაციით დაკარგული ჯანმრთელობის პრობლემებსაც უჩიოდა.
ამ დრომდე მის კვალს ვერ მიაგნეს. მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურში საძიებო სამუშაოების მიმდინარეობას ადასტურებენ.

ბეჭდვა