გირგვლიანისა და 26 მაისის საქმის გამოძიების შესახებ, პროკურატურა ახალ დეტალებს წლის ბოლომდე გაახმაურებს
გირგვლიანისა და 26 მაისის საქმის გამოძიების შესახებ, პროკურატურა ახალ დეტალებს წლის ბოლომდე გაახმაურებს
12:37 14.12.2012
სანდრო გირგვლიანის საქმისა და 26 მაისის მოვლენების გამოძიების შესახებ, ახალ დეტალებს გამოძიება წლის ბოლომდე გაახმაურებს.
ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა პირდაპირ ტელეეთერში განაცხადა.
მისი თქმით, იმისთვის რომ ეს საქმეები სრულყოფილად იქნას გამოძიებული, სამართალდამცველები აქტიურად მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ გირგვლიანის საქმეზე ხელახალი გამოძიება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო, ხოლო 26 მაისის მოვლენების დაჩქარებული წესით გამოძიების თხოვნით, „სახალხო კრებამ,“ მთავარ პროკურატურას რამდენიმე დღის წინ მიმართა.

ბეჭდვა