შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, N1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე,
N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე ანარ უნოლჩიევი დააკავა .
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიულ მთავარ სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის Iნაწილითაა აღძრული.
