თბილისის საქალაქო საამართლომ დაიწყო უფლებადამცველთა გაერთიანების სარჩელის განხილვა, რომელიც თბილისის საქალაქო სასაამრთლოს თავჯდომარის მამია ფხაკაძის მიერ,
სასამართლოს 7 მანდატურის სამსახურიდან გათავისუფლებას ეხება.
უფლებადამცველი გაერთიანების ინფორმაციით, პროცესმა, რომელსაც აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, საათნახევარს გასტანა.
სასამართლო მოსამართლის მიერ მხარეთათვის კითხვების დასმის ეტაპზე შეწყდა, შემდეგი სხდომა კი 2013 წლის 10 იანვარს ჩაინიშნა.
„მანდატურები სამსახურიდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც სასამართლოში მიმდინარე უკანონობაზე პროტესტი გამოთქვეს და დაწერეს განცხადება, რომელშიც მითითებული იყო, რომ მათ მიმართეს გაფიცვის ფორმას და სამსახურს დროებით ტოვებდნენ“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
,,უფლებადამცველთა გაერთიანება’’ მანდატურების სამსახურში აღდგენასა და მათტვის სახელფასო დავალიანების დაფარვის ითხოვს.
