გაბუნიამ მერის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მიმართა
გაბუნიამ მერის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მიმართა
13:05 13.12.2012
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან თანხების გაუმჭვირვალედ ხარჯვის თაობაზე დოკუმენტაცია შეიტანა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.
გაბუნიას განცხადებით, 2010-11-12 წლებში თბილისის მერის სარეზერვო ფონდის საერთო მოუცულობა 17 მილიონ 500 ათასი ლარი იყო, თუმცა ინფორმაცია მხოლოდ 6 მილიონ 700 ათასის ხარჯვაზე არსებობს, დანარჩენი 11 მილიონამდე ლარის ხარჯვის პროცესი გაუმჭვირვალედ წარიმართა და არ არის ცნობილი რაში დაიხარჯა.
საკრებულოს დეპუტატის თქმით, იმის მიუხედავად რომ სარეზერვო ფონდში არსებული თანხები მხოლოდ ფორს-მაჟორული სიტუაციების დროს უნდა იქნას გამოყენებული, ამა წლის მაისის თვეში ორთაჭალაში მომხდარი წყალდიდობის დროს ფონდში არ აღმოჩნდა სტიქიის სალიკვიდაციოდ თანხები, რადგან ფინანსური რესურსი წლის შუა ნაწილშიც კი არამიზნობრივად იყო გახარჯული.

ბეჭდვა