ქუცნაშვილი ივანიშვილისგან პრემიის მოლოდინის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს
ქუცნაშვილი ივანიშვილისგან პრემიის მოლოდინის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს
15:43 08.03.2012
ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი "ქართუ ბანკის" საჩივრის ევროსასამართლოში მოგების  შემთხვევაში, მისთვის სოლიდური პრემიის შესაძლო  გადახდაზე გავრცელებულ ინფორმაციას, ჭორს უწოდებს.

ამის შესახებ ზაქარია ქუცნაშვილმა "ნიუსპრესთან" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბანკს თავისი იურიდიული სამსახური ჰყავს, რომელიც ამ საქმეს კურირებს.

"მე არც საქმის მოგების წინააღმდეგი ვარ და მისი მოგების შემთხვევაში არც პრემიის მიღების, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმეს არ ვუძღვები და არანაირი კავშირი არ მაქვს მასთან, ასეთი ნათელი პერსპექტივა არ მელის. ეს უბრალოდ ჭორია. ბანკის იურდიული სამსახური გადაწყვეტს თავად აწაარმოოს თუ სხვა დაქირავებულ ადვოკატს მიანდოს საქმე,"- განაცხადა ქუცნაშვილმა.

ბეჭდურ მედიაში ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი "ქართუ ბანკის" მილიონიანი ზარალის შესახებ სარჩელის სტრასბურგში მოგების შემთხვევაში, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისგან სოლიდურ თანხას მიიღებს.

ბეჭდვა