სასამართლომ რადიო „ჰერეთის“ საჩივარი არ დააკამყოფილა
სასამართლომ რადიო „ჰერეთის“ საჩივარი არ დააკამყოფილა
18:05 12.12.2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და რადიო „ჰერეთს“ შორის ხანგრძილივი სააპელაციო სასამართლო დავა დასრულდა.
სააპელაციო სასამართლომ რადიო „ჰერეთის“ საჩივარი კომისიის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ რადიო „ჰერეთი“, სასამართლო წესით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომლის თანახმადაც რადიომაუწყებლობის ლიცენზიისთვის გამართულ კონკურსში გამარჯვებულად შპს „მედია ჰაუს დეკომი“ იგივე, რადიო ცხელი შოკოლადი გამოცხადდა.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა კომისიის გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა რადიო „ჰერეთის“ სასარჩელო მოთხოვნა ბათილად გამოეცხადებინა კომისიის 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.

ბეჭდვა