შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს
11:15 12.12.2012
ქობულეთის პოლიციის თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ქობულეთის რაიონის სოფელ ქაქუთში მცხოვრები გურამ მ.-ს სახლიდან, ჩხრეკისას 2 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 2 კარაბინის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 337 ვაზნა და 14,85 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა" ამოიღეს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გურამ მ. ამ დროისთვის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

მას ბრალი სსკ-ის 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) I ნაწილით და 260-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) I ნაწილით წაუყენეს.

გამოძიებას ქობულეთის რაიონის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილება აწარმოებს.

ბეჭდვა