მანანა მანჯგალაძე - მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული პირი, სოზარ სუბარის შუამდგომლობით შეიწყალეს
მანანა მანჯგალაძე - მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული პირი, სოზარ სუბარის შუამდგომლობით შეიწყალეს
17:39 11.12.2012
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი, 7 დეკემბერს შეწყალებული პატიმრის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
აღნიშნული პატიმარი, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა, თუმცა ის, სამართალდამცავებმა მკვლელობის მცდელობისთვის კვლავ დააკავეს.
„როგორც იცით, სასჯელაღსრულების მინისტრმა პრეზიდენტს რამდენჯერმე მიმართა თხოვნით მძიმედ და უკიდურესად მძიმედ დაავადებულ მსჯავრდადებულთა შეწყალების თაობაზე. მოგვიანებით, უშულოდ მინისტრის შუამდგომლობით, გადმოიგზავნა შესაწყალებელი პატიმრების სია. დოკუმენტაციის შემოსვლის შემდეგ, პრეზიდენტმა გამოსცა შესამაბისი აქტი ამ პირთა შეწყალების თაობაზე. მძიმედ დააავდებულთა ჩამონათვალში და, შესაბამისად, შეწყალებულთა შორის იყო თენგიზ გ., რომელიც მინისტრის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საჭიროებდა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჩვენ გადავამოწმეთ ამ პირის ვინაობა, თუმცა შეგნებულად არ ვასახელებთ მის გვარს. ჩვენ შეგვიძლია დაზუსტებით განვაცხადოთ, რომ 7 დეკემბერს მინისტრ სუბარის თხოვნის საფუძველზე შეწყალებული პატიმარი არის პირი, რომელმაც 9 დეკემბერს ჩაიდინა დანაშული და რომლის საქმეზეც მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას“ - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
აღნიშნული პირი 2007 წლიდან ყაჩაღობისთვის იხიდიდა სასჯელს.


ბეჭდვა