მიმდინარე წლის 10 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდაში მცხოვრებმა ნატალია ბოდოიანმა,
ბაღდასარ ჩაპანიანმა და დარეჯან სანოსიანმა პოლიციას დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მათ შორის ხელნაკეთი პისტოლეტი, 3645 ვაზნა, 5 ხელყუმბარა, 24 მეტრი სიგრძის ასაფეთქებელი პატრუქი, ცეცხლსასროლი შაშხანა და ხელნაკეთი სამხედრო ხიშტ-დანა წარუდგინეს.
აღნიშნული იარაღი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნინოწმინდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აღიძრა. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ნინოწმინდის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.
