აშშ-ს საელჩო ,,უფლებადამცველთა გაერთიანების“ ინფორმაციებს გამოეხმაურა
აშშ-ს საელჩო ,,უფლებადამცველთა გაერთიანების“ ინფორმაციებს გამოეხმაურა
17:05 07.12.2012
,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ მიერ სასამართლო სისტემაში უკანონო მოსმენების, პოლიტიკური ზეწოლების, უკანონო ბრძანებების და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ გავრცელებულ ცნობებს აშშ-ს საელჩო გამოეხმაურა.

ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის პრესსამსახური ავრცელებს.

,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, აშშ-ს საელჩოს მიეწოდა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ადვოკატების მაგიდების ქვეშ და ნაფიც მსაჯულთა ოთახებში განხორციელებულ უკანონო მოსმენებს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის უკანონო გადაწყვეტილებს შეეხებოდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, აშშ-ს საელჩო 5 ნოემბერს გათავისუფლებული სასამართლოს მანდატურების ბედითაც დაინტერესდა და არაა გამორიცხული, რომ 13 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს აშშ-ს საელჩოს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელიც დაესწროს.

ბეჭდვა