ბაკურიანის საკურორტო ტყის მდგომარეობა საგანგაროშოა
ბაკურიანის საკურორტო ტყის მდგომარეობა საგანგაროშოა
11:50 07.12.2012
ღია გარემოსდაცვითმა სამოქალაქო ინიციატივამ (OECI) სამცხე–ჯავახეთის რეგიონში საკურორტო ტყეების მდგომრეობის კვლევა დაიწყო. ამ მიზნით, ბორჯომსა და ბაკურიანში საველე გასვლები და სამუშაო შეხვედრები მოეწყო.

სამეცნიერო ექსპედიციის ინფორმაციით, საკურორტო ტყეებში არსებული მდგომარეობა საგანგაშოა. ბაკურიანში 600–მდე ოჯახი ცხოვრობს. გაზის მაღალი ტარიფის გამო მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს. შეშითვე თბება საოჯახო და დიდი სასტუმროებიც, რომელთათვისაც გაზის ტარიფი კიდევ უფრო მაღალია. შეშის წლიური მოხმარება ოჯახზე ხშირად 40–60 კუბურ მეტრს აღწევს. ადგილობრივი მოხმარების გარდა, ბაკურიანიდან დაახლოებით 2000 მ3 მერქანი (შეშა) მიაქვთ ახალქალაქის მიმართულებით.

სამეცნიერო ექსპედიციის ინფორმაციითვე, ტყეების მასობრივი ჭრა უშუალოდ კურორტის სიახლოვეს მიმდინარეობს. ადგილობრივი მეტყევეების განცხადებით, წელს 6000 მ3 მერქანი (ხმელი ხეები) დაინომრა. თუმცა, ტყის გზების არარსებობის გამო, დანომრილი ხეების მოპოვება გართულებულია და ზოგ შემთხვევაში – შეუძლებელიც. ტყეკაფებიდან დანომრილი და მოჭრილი ხეების გამოტანა საკმაოდ ძნელია დაბამდე შორი მანძილის, რთული რელიეფისა და მიუვალი გზის გამო დანომრილი ხეები ფაქტობრივად, ხელშეუხებელია.

სამცხე–ჯავახეთის რეგიონში OECI–ის კოორდინატორის, ხათუნა ხმალაძის განცხადებით, ამ პროცესში გადაწყვეტი მნიშვნელობა დაინტერესებულ მხარეთა კოორდინაციას და ეფექტურ დიალოგს ექნება.

ბეჭდვა