ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დედოფლისწყარო–თბილისის
ცენტრალურ მაგისტრალზე.
ქიზიყი.ge–ს ინფორმაციით, ჟიგულის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ
დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
დაშავებული მძღოლი 37 წლის ბერდია ნაროზაული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ
დედოფლისწყაროს სტაციონარში მოათავსა.
დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო აწარმოებს.
