თავდაცვის სამინისტრო უწყების შესყიდვების სკანდალურ საქმეს ასაჯაროებს
თავდაცვის სამინისტრო უწყების შესყიდვების სკანდალურ საქმეს ასაჯაროებს
15:37 06.12.2012
გახმაურებულ „ავტომატების საქმეს“ გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ შემოწმების შედეგად გაირკვა, ბაჩანა ახალაიას მინისტრობის პერიოდში სამხედრო უწყებამ, გასული საუკუნის შუა პერიოდში წარმოებული მეორადი, გადაღებილი და ზოგიერთ შემთხვევაში კუსტარულად შეკეთებული AK- 47 და AKS- 47 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი შეიძინა.

სამინისტროს ინფორმაციითვე, დოკუმენტების თანახმად, 1 ავტომატში 290 ევროა გადახდილი. ამ ავტომატური იარაღის საბაზრო ღირებულება კი 50 ევროს არ აღემატება. სამინისტროს მიერ თანხების არამიზნობრივად ხარჯვის შედეგად მიღებული მილიონობით ლარი ოფშორულ ზონებში ირიცხებოდა და შედეგად საქართველო მოძველებულ ტექნიკას იღებდა.

საქმე გამოძიებისათვის პროკურატურას გადაეცემა.

ბეჭდვა