„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებების თაობაზე,
მთავარ პროკურორს ბატონ არჩილ კბილაშვილს მიმართავს.
საიას პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველში, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული, მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა. ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტებს არ ჰქონდათ თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობა, არ იყო დაცული მათი კუთვნილი აპარატურა და პირადი ხელშეუხებლობა.
„თითეულ საქმესთან დაკავშირებით საია პერიოდულად აქვეყნებდა ოფიციალურ განცხადებებს, მიმართავდა სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის. სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში გამოძიება სწრაფად და ეფექტურად არ განხორციელებულა. საქმეების უმრავლესობა ჯერ კიდევ გამოსაკვლევია. რამოდენიმე მათგანზე გამოძიება არ დაწყებულა.
მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი ფაქტის ყურადღების მიღმა დატოვებით მნიშვნელოვნად ილახება მედიის წარმომადგენლების უფლება, უარესდება მათი სამუშაო პირობები, ვერ ხორციელდება გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობა ქვეყანაში“ - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მედიის წარმომადგენლების დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი, მთავარ პროკურატურას 38 საქმესთან დაკავშირებით აწვდის ინფორმაციას.
