მოქალაქეებმა პოლიციას ნებაყოფილობით 12 ავტომატი ჩააბარეს
მოქალაქეებმა პოლიციას ნებაყოფილობით 12 ავტომატი ჩააბარეს
13:13 06.12.2012
ქარელის რაიონის სოფელ დვანის მცხოვრებლებმა, შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოში, ნებაყოფლობით 12 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ჩააბარეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მოსახლეობის განმარტებით, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი 2008 წლის ომის შემდეგ სოფელში იპოვეს.

ვინაიდან მოქალაქეებმა იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარეს, ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდნენ.

ბეჭდვა