„გარდაბნის ჰესის“ ხელოვნური გაკოტრების,  „საქართველოს ენერგეტიკული კორპორაციის“ მიერ აღებული ვალდებულებების უარყოფის,     
რუსთავის „ქიმბოჭკოს“საწარმოს ხელოვნური გაკოტრებისა  და ქონების გაქრობის  შესახებ, დღეს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ბრიფინგს გამართავს.
წინასწარი ინფორმაციით,  ადვოკატი ასევე ისაუბრებს საპარლამენტო უმცირესობის ზოგიერთი წევრის მხრიდან, ნოტარიუსთა დანაშაულებრივი ჯგუფის მფარველობის შესახებ, რომლებიც მოქალაქეების ბინებს თაღლითურად იგდებდნენ ხელში. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ადვოკატი  პროკურატურისთვის, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით  მიმართვას გეგმავს.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საქმეებისა, შალვა ხაჭაპურიძე ასევე მიმართავს პროკურატურას დაიწყოს  სისხლის სამართლებრივი დევნა წინა ხელისუფლების მიერ, მისი და მისი ოჯახის წევრების  მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტთან დაკავშირებით, აგრეთვე მოითხოვს აღიძრას სისხლის სამართლის საქმე წინა ხელისუფლების კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ  მოქალაქეთა წამების, ცემის, არაადამიანური მოპყრობისა და ქონების ჩამორთმევის ფაქტებთან დაკავშირებით. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       