სოფელ ველისციხეში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია
სოფელ ველისციხეში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია
18:17 05.12.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, 1996 წ. დაბადებული იასე თ., 1997 წ. დაბადებული ბაჩუკი მ. და 1996 წ. დაბადებული გიორგი თ. დააკავეს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის 5 დეკემბერს, აღნიშნული პირები გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ციალა გ.-ს საცხოვრებელ სახლში ნიღბებით შეიჭრნენ და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით დაზარალებულს 50 აშშ დოლარი და 70 ლარი წაართვეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის (ყაჩაღობა) II ნაწილის „ბ" და III ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბეჭდვა