დედოფლისწყაროში, მერაბიშვილის მიერ 1 წლის წინ გახსნილი პოლიციის შენობა უკვე რემონტს საჭიროებს
დედოფლისწყაროში, მერაბიშვილის მიერ 1 წლის წინ გახსნილი პოლიციის შენობა უკვე რემონტს საჭიროებს
11:46 05.12.2012
დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს გამჭვირვალე შენობაში, რომელიც სულ რაღაც ერთი წლის წინ გაიხსნა, უკვე სარეაბილიტაციო სამუშოები დაიწყო.

პორტალ ქიზიყი.ge-ს ინფორმაციით, უკვე დაწყებულია სამმართველოს ეზოში დაგებული  ფილაქნების დემონტაჟი. მიზეზი კი სავარაუდოდ, უხარისხოდ შესრულებული  სამუშაოები გახდა.

დემონტაჟის სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანები ვერ აკონკრეტებენ, რატომ დადგა ახლადდაგებული ფილაქნის აყრის აუცილებლობა. ისინი ვერც იმას აკონკრეტებენ, იგივე ფილების ხელახლა დაგება მოხდება, თუ ის ახალი მასალით შეიცვლება.

შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა, 2011 წლის 2 ოქტომბერს ვანო მერაბიშვილმა გახსნა.

პოლიციის შენობის ასაგებად და სკვერის მოსაწყობად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან 140 ათასი ლარი დაიხარჯა, 20 ათასი ლარი კი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.

ბეჭდვა