შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდობისთვის ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდობისთვის ორი პირი დააკავეს
10:51 05.12.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვაკე-საბურთალოს პოლიციის, მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა ქურდობისათვის ორი პირი დააკავეს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, ბაგრატ ქ.-მ და ბადრი ყ.-მ დიდ დიღომში მდებარე თემურ ნადირაძის ავტოსახელოსნოდან, 1500 ამერიკული დოლარის ღირებულების ავტონაწილები მოიპარეს.

ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ვაკე - საბურთალოს პოლიციის მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა, ქურდობაში ბრალდებულები რამდენიმე დღეში დააკავეს. სამართალდამცველებმა მათი სამალავიდან, ნივთმტკიცების სახით, ავტომანქანის 4 საბურავი და 4 "ფარი" ამოიღეს.

სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლის(ქურდობა) მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით და მე-3-ე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით აღიძრა.

ბეჭდვა