შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა - შენახვის ფაქტზე,
1966 წელს დაბადებული თეიმურაზ ხ. და ნარკოსაშუალების განმეორებით რეალიზაციისათვის - 1972 წელს დაბადებული ნონა ხ. დააკავეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში მცხოვრები ნონა ბ. სისტემატურად ჰყიდდა ნარკოტიკულ საშუალება „მორფინს". 2012 წლის 7 ნოემბერს დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ამავე ბრალდებით წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში აღიძრა.
დაკავებულ თეიმურაზ ხ-ს კი პირადი ჩხრეკისას 26 ამპულა (მათგან 4 ცარიელი) „მორფინი" აღმოაჩნდა. ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დადგინა , რომ თეიმურაზ ხ. ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
სისხლის სამართლის საქმე ორივე დაკავებულის მიმართ 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აღიძრა. დანაშაული 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
