გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, იარაღის უკანონო შენახვის ფაქტზე ნესტორ ბ. დააკავეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 1971 წელს დაბადებული ნესტორ ბ.-ს საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან, სამართალდამცველებმა ჩხრეკისას, „აკმ"-ის ტიპის არარეგისტრირებული ავტომატი და 2 მჭიდი ამოიღეს.
ნესტორ ბ.-მ დანაშაული აღიარა. მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისთვის უკვე წაეყენა.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებული, წარსულში მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო ოთხჯერ არის ნასამართლევი.
