ავარიას სოფელ წევასთან 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავარიას სოფელ წევასთან 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
10:44 04.12.2012
ხარაგაულის რაიონის სოფელ წევასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვეპრლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სატვირთო მანქანის ბორტიდან, ლითონის რულონი გადმოვარდა, რომელიც საპირისპიროდ მოძრავ მიკროავტობუსს დაეცა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი და ექვსი მზგავრი გარდაიცვალა.

სატვირთო მანქანის მძღოლი თურქეთის მოქალაქეა. ის ამჟამად დაკავებულია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას შს საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარი სამმართველო, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით აწარმოებს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბეჭდვა