სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს
სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს
17:56 03.12.2012
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, იარაღის საცავის არსებობის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა, რომლის ვინაობაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხმაურდება.
„თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ავტომატური და პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს. სხვადასხვა კალიბრისა და მოდელის მაყუჩიანი იარაღი რეგისტრირებული არსად არ არის. ქალაქის სამმართველო დაადგენს, თუ ვის მიერ და რა მიზნით მოხდა ამ არსენალის საცხოვრებელ ბინაში მიტანა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს მსგავსი ფაქტების შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს“ - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბეჭდვა