შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი რაოდენობით იარაღი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი რაოდენობით იარაღი ამოიღო
12:04 03.12.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს ასპინძის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ასპინძის რაიონის სოფელ დამალაში მცხოვრები სომხეთის მოქალაქე, ეროვნებით სომეხი, 1959 წელს დაბადებული ვრეჟ მ. დააკავეს.

ჩხრეკისას მისი საცხოვრებელი სახლის სხვენიდან კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 ცალი მჭიდი, 175 ცალი 5,45 მმ-იანი და 47 ცალი 7,62 მმ-იანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა, 2 ხელყუმბარა, ავტომატისათვის განკუთვნილი ხიშტ-დანა ქარქაშით და გლუვლულიანი 16 კალიბრიანი ერთლულიანი სანადირო თოფი ამოიღეს.

აღნიშნულ საბრძოლო მასალას ვრეჟ მ. უკანონოდ ინახავდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. გამოძიება სისხლის სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას შსს ასპინძის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

ბეჭდვა