შსს აკადემიაში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე შეხვედრა გაიმართა
შსს აკადემიაში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე შეხვედრა გაიმართა
17:22 30.11.2012
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაეროს ოფისის (UNODC) მიერ ორგანიზებული ექსპერტთა რეგიონული შეხვედრა გაიმართა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა UNODC F23 პროექტის ფარგლებში შედგა.

პროექტი მიზნად ისახავს, ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და გაცვლის სფეროში სამართალდამცავი უწყებების როლის გაძლიერებას. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და ავღანეთის სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები. შეხვედრას საქართველოს მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებების, შემოსავლების სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბეჭდვა