საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, დღეს დონორი  ორგანიზაციის  წარმომადგენლებს შეხვდა.  
პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, კბილაშვილმა და დონორმა ორგანიზაციებმა სამომავლო გეგმებსა და პროკურატურაში  გასატარებელ  ღონისძიებებზე ისუბრეს.
 „საუბარი შეეხო სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის პროკურატურის გამჭვირვალობის აუცილებლობას, საპროცესო   შეთანხმების არაჯანსაღ პრაქტიკას, პროკურორების მიერ გადაწყვეტილებების  დამოუკიდებლად მიღების აუცილებლობის, დაზარალებულის უფლებების აღდგენას, არასრულწლოვანთა განრიდებისა და მათ მიმართ არასაპატიმრო სასჯელების გამოყენების და ქართულ მართლმსაჯულებასა და კანონმდებლობაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს. შეხვედრაზე დონორ ორგანიზაციებს მიეწოდათ ინფორმაცია პროკურატურაში არსებული სირთულეების შესახებ, რომელიც შეეხო პროკურორების მიერ  დამოუკიდებლობის პირობებში  საკუთარი უფლებების სწორად გამოყენებას. ასევე  საუბარი შეეხო საპროცესო გარიგების  ფინანასური დატვირთვის  შემცირებისა და სამომავლოდ ამ სისიტემიდან თანხობრივი ინტერესისი გამორიცხვის აუცილებლობას“ - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.
მთავარი პროკურორის განცხადებით, საქართველოში მომუშავე  დონორ ორგანიზაციებთან  შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       