ჩატარებული სამძებრო - ოპერატიული ღონისძიების შედეგად, შსს კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა მკვლელობის ბრალდებით ელგუჯა კ. დააკავეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნასვამ  მდგომარეობაში მყოფმა ელგუჯა კ. -მ  ურთიერთშელაპარაკებისას  სიდედრი, 1928 წელს დაბადებული  ნაზი ჯახუა მოკლა. შემდეგ, მეუღლის, 1973 წელს დაბადებული  მაია კ.-ს დახმარებით, ლეიბის პირში გახვეული  გვამი თავის დროებით საცხოვრებელ ოთახში ჩამარხა და კვალის დასაფარად აღნიშნულ ადგილზე სველი წერტილი გააკეთა.
დაკავებისას ელგუჯა კ.-მ ჩადენილი დანაშაული აღიარა და სამართალდამცველებს ნანა ჯახუას გვამის ზუსტი ადგილ სამყოფელი მიუთითა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებამდე ელგუჯა კ. -თავს არიდებდა ნებისმიერი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის აღებას, შემდგომში მისი პიროვნების იდენტიფიცირებისა და დანაშაულში მხილების თავიდან აცილების მიზნით.
საქმე  სსსკ 108-ე მუხლითაა აღძრული. ჩადენილი დანაშაული 10 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       