შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კატარღა P-108-ს ეკიპაჟმა, ჩაქვის საზღვაო რაიონში პატრულირების დროს, თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტზე,
საქართველოს დროშით მცურავი თევზსაჭერი გემი „VEGA“ დააკავა, რომელზედაც 10 კილოგრამამდე „ხონთქარი“ და 5 კილოგრამი „სტავრიდა“ აღმოაჩინეს.
სასაზღვრო პოლიციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქე ბადრი მჟავანაძეა. მის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული საქმისწარმოება სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მე-IV ნაწილით. საქმეს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
