ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობა აღკვეთეს
ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობა აღკვეთეს
11:59 30.11.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, საზღვრის უკანონოდ , ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე ეგვიპტის ხუთი მოქალაქე დააკავა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიულ მთავარ სამმართველოში, სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითაა აღძრული.
მიმდინარეობს გამოძიება.

ბეჭდვა