პოლიციამ ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
პოლიციამ ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
15:28 29.11.2012
შსს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-9 განყოფილების თანამშრომლებმა, 1987 წელს დაბადებული ხვიჩა ხ. და 1990 წელს დაბადებული გიგა ფ. დააკავეს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პირები წინაწარ შერჩეულ ადგილას, კერძოდ გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიაზე, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლს და ცივი იარაღის მუქარით გამოსძალეს ფულადი თანხა 120 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცავების მიერ ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად ორივე პირი დაკავებულ იქნა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-9 განყოფილება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც 6 დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბეჭდვა