შსს-მ სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომელი დააკავა
შსს-მ სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომელი დააკავა
15:22 29.11.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში, თემქის დასახლების III მკ/რ V კვ, მე-13 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა -შენახვის ფაქტზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი, 1983 წ. დარისპან კ. დააკავეს. მას თან პოლიეთილენის პარკში მოთავსებული საეჭვო ნივთიერება აღმოაჩნდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ნივთიერება არის ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინი (0,021 გრ. -დიდი ოდენობა).

გამოძიებას შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი აწარმოებს. სისხლის სამართლის საქმე 260 მუხლის 2 ნაწილით არის აღძრული. ბრალდებული გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ბეჭდვა