შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე - ჩუღურეთის პოლიციის I განყოფილების თანამშრომლებმა ავტომანქანის ქურდობის ფაქტზე 1982 წ. დაბადებული დავით ს. დააკავეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა 28 ნოემბერს თბილისში, დიღმის მასივის მე-V კვარტლის მე-IV კორპუსის ეზოში მდგარი ხათუნა ლომაურის კუთვნილი „მიცუბიში პაჯეროს" მარკის ავტომანქანის საქარე მინა ჩაამტვრია და მაგნიტოფონის მოიპარა, თუმცა მიმალვა ვერ შეძლო.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ 177 -ე მუხლის 3-ე ნაწილის „დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალდებულს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
