შინაგან საქმეთა სამინისტროს, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად გორში სამი სახელმწიფო მოხელე დააკავეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულები არიან რევაზ თენგიზის ძე კახნიაშვილი (შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი), ივანე ვაჟას ძე მიდოდაშვილი (ერედვის მუნიციპალიტეტის უფროსი სპეციალისტი) და ალექსანდრე გრიგოლის ძე ზანგალაძე (შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი).
მათთან ერთად ასევე დაკავებულია კიდევ ერთი მოქალაქე.
სამინისტროს ინფორმაციითვე, რევაზ კახნიაშვილის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 20 გრამიანი შპრიცი რომელშიც, სავარაუდოდ მოთავსებული იყო ნარკოტიკული ნივთიერება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის 'ბ~ ქვეპუნქტით: ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული  შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       