დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ქურდობის ფაქტზე დააკავეს
დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ქურდობის ფაქტზე დააკავეს
10:43 28.11.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის პოლიციის 3 განყოფილების თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, 1984 წელს დაბადებული ლაშა გ. დააკავეს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა 25 ნოემბერს თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა შპს. "თბილსერვისის" კუთვნილი "გაზ - 53" მარკის ავტომანქანა გაქურდა. აღსანიშნავია, რომ ბრალდებული თავადაც შპს. "თბილსერვისის" თანამშრომელი იყო.

ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 177 მუხლის მესამე ნაწილის დ-ე ქვეპუნქტით აღიძრა. დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ბეჭდვა