სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს
10:30 28.11.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე ჯავახეთის სამხარეოს მთავარი სამმართველოს, ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაკავებულია ხუთკაციანი ჯგუფი, რომლებმაც 25 ნოემბერს ბორჯომში სწრაფი ჩარიცხვის აპარატები გაქურდეს .

დაკავებისას მათ გორში სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ფაქტებიც აღიარეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილითაა აღძრული, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონული სამმართველო იძიებს.

ბეჭდვა