ქურდობაში ეჭვმიტანილ პირებს პატიმრობა შეეფარდათ
ქურდობაში ეჭვმიტანილ პირებს პატიმრობა შეეფარდათ
16:46 07.03.2012
თბილისის საქალაქო სასამართლომ ქურდობაში ეჭვმიტანილი პირების - კონსტანტინე მატვეევისა და ბიძინა ელიზბარაშვილის მიმართ   სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა.
ბრალდებულ კონსტანტინე მატვეევს თავისუფლების 6 წლით, ბიძინა ელიზბარაშვილს კი 5 წლითა და 6 თვით აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც სასამართლომ მათ 5 წელი პირობითად ჩაუთვალა.
სასამართლომ ორივე მათგანი 10 000 ლარით დააჯარიმა.
როგორც "ნიუსპრესს" საქალაქო სასამართლოდან აცობეს, ბრალდებულები ერთმანეთის ბიძაშვილები არიან და ისინი საცხოვრებელ სახლებში სარემონტო სამუშაობს ასრულებდნენ.
მათ რამდენიმე საცხოვრებელი ბინიდან 3 300 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის ვერცხლის ნივთები მიისაკუთრეს და 379 ლარად გაყიდეს.


ბეჭდვა