შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის ფაქტზე 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის ფაქტზე 3 პირი დააკავა
17:55 26.11.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს 7-ე განყოფილების თანამშრომლებმა ყაჩაღობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, დანებით შეიარაღებულმა სამმა პირმა ანაპის დივიზიისა და ჩარგლის ქუჩების კვეთაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ 'ვისოლის~ ოპერატორს, 1990 წელს დაბადებულ კახა ზაქაშვილს კომპანიის კუთვნილი 195 ლარი, პირადი მობილური ტელეფონი და ოქროს ბეჭედი გასტაცეს.

ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად შს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა ეჭვმიტანილები დააკავეს.

ამოღებულია ნივთმტკიცებები. დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს. გამოძიებას 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით შს მე-7 განყოფილება აწარმოებს.

ბეჭდვა