შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის #1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე,
სასაზღვრო განაწესმა, გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესების დარღვევის ფაქტზე მოქალაქე დააკავა.
სასაზღვრო პოლიციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულს პირადობის დამადასტურებელი საბუთი არ ჰქონდა და მისი განმარტებით, ის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვალენტინ კისტანოვია.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322 (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ბათუმის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილება აწარმოებს.
