საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მოქალაქე დააკავეს
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მოქალაქე დააკავეს
12:19 26.11.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის #3 სამმართველოს (ახალციხე) ტერიტორიაზე, სასაზღვრო განწესმა, გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიების შედეგად სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მოქალაქე დააკავა.

სასაზღვრო პოლიციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ აღმოაჩნდა. მისი განცხადებით, ის სომხეთის მოქალაქე ჰაუკ ხაჩატურიანია.

დაკავებული სასაზღვრო პოლიციის (აღმოსავლეთის) ახალციხის საგამოძიებო-ოპერატიულ განყოფილებაშია გადაყვანილი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344 ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

ბეჭდვა