უბედურ შემთხვევას წვევამდელის სიცოცხლე ემსხვერპლა
უბედურ შემთხვევას წვევამდელის სიცოცხლე ემსხვერპლა
17:27 23.11.2012
თავდაცვის სამინისტროს კრწანისის სასწავლო ცენტრში დღეს უბედური შემთხვევა მოხდა.
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, რიგითი მამედ გულიევი გარდაიცვალა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვევანდელი გულიევი პოლიგონზე სამსახურეობრივ შემოვლას აწარმოებდა, როდესაც მან საბრძოლო მასალა შენიშნა.

წინასწარი მონაცემებით, ის ჭურვის დაშლას თვითნებურად შეეცადა. გამოჩენილი გაუფრთხილებლობის გამო ჭურვი მოქმედებაში მოვიდა და აფეთქდა, რის შედეგადაც მამედ გულიევი ადგილზე გარდაიცვალა.

სამინისტროს ინფორმაციითვე, შემთხვევის ადგილზე შეიარაღებული ძალების ხლმძღვანელობა და ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი მივიდა. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. რიგითი გულიევი სამი თვეა, რაც საქართველოს შეიარაღებულ ჯარებში მსახურობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაღუპულის ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს.

ბეჭდვა