„გოლფი“-ს ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ რატიშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსა და სამუშაო ჯგუფის წევრებს,
მისი გვარის პოლიტმატიმართა სიიდან ამოიღებისა და ცალკე განხილვის თხოვნით მიმართავს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს ინფორმაციით, რატიშვილი თხოვნით მიმართავს ადამიანის უფლებათა ცენტრს, კონსტიტუციის 42-ე მუხლს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომ მისი საკითხი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განსახილველად, ცალკე გაიტანონ.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, რატიშვილის განცხადებას ეხმიანებიან და კიდევ ერთხელ წარადგენენ დასკვნას საქართველოს პარლამენტში მისთვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭების შესახებ.
ევროსასამართლოში „გოლფის“ ასოციაციის პრეზიდენტის მერაბ რატიშვილის უფლებებს „კონსტიტუციის 42–ე მუხლი“ იცავს. საქმე ევროპის სასამართლოში ჯერ კიდევ 2009 წლის ივნისში გაიგზავნა, რადგან „კონსტიტუციის 42-ე მუხლს“ მიაჩნია, რომ რატიშვილი გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ მის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება და გამოხატვის თავისუფლება“ - ნათქვამია დამცველი ორგანიზაციის განცხადებაში.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი თომას ჰამერბერგი რატიშვილს პირადად შეხვდა, რის შედეგადაც მისი საქმე აისახა 2011 წლის ივნისის ანგარიშში. მიუხედავად ამისა, ის დღემდე პატიმარია და საპატიმრო დაწესებულებაში სასჯელს იხდის.
