გიორგი ქელბაქიანს 150 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა
გიორგი ქელბაქიანს 150 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა
15:32 23.11.2012
„თბილისის წყლის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს და კომპანია „ენ სი სი“-ს ხელმღვანელს გიორგი ქელბაქიანს სასამართლომ 150 ათასი ლარის ოდენობის გირაო, მასთან ერთად დაკავებულ კომპანიის ფინანსურ მენეჯერს არჩილ ჩოგოვაძეს კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით „თბილისის წყლის“ ყოფილი გენერალური დირექტორი და კომპანია „ენ სი სი“-ს დირექტორი გიორგი ქელბაქიანი და ამავე კომპანიის ფინანსური მენეჯერი არჩილ ჩოგოვაძე უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე იყვნენ დაკავებულები.

სამინისტრომ მათ მიმართ მტკიცებულებების ნაწილი დღეს გამოაქვეყნა.

ბეჭდვა